შეფასების საერთაშორისო საბჭო ეხმაურება დერივატების შეფასებას
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ წამოიწყო პროექტი, რომლის მიზანია ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების ტექნიკის დახვეწა და სრულყოფა. . . . . . . . .
ფინანსური ინსტიტუტების საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების შეფასება მუდმივად წარმოადგენს ფინანსური მარეგულირებლების განხილვის საგანს. აქედან გამომდინარე, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიზანია უზრუნველყოს შეფასების გამჭვირვალობა დაინტერესებულ პირთა მხარდასაჭერად.
პროექტს ხელმძღვანელობს ანა კასტანედა, - შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს წევრი და „ვალორა კონსალტინგი“-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.
07.12.2011 წ.
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს კიდევ ერთი ახალიწევრი შეემატა
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო და მისი ხელმძღვანელი მიესალმება იტალიის პროფესიული ორგანიზაციის(OIV-ს) გაწევრიანებას შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოში.
OIV დაარსდა 2011 წლის ნოემბერში, სამი ძირითადი მიზნით:
· შეფასების ეროვნული სტანდარტების შემუშავება და სრულყოფა - ფინანსურ ინსტრუმენტებთან და მატერიალურ აქტივებთან დაკავშირებით;
· შეფასებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო დებატებში მონაწილეობის მიღება;
· იტალიელი კანონმდებლებისთვის მხარდაჭერა.
საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტმა, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსაგან მიიღო ნებართვა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ახალი მეცხრე რედაქციის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემისათვის.